четверг, 12 декабря 2013 г.




მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგის პროგრამა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეფორმა მიზნად თანამედროვე სამუშაო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მომავალი თაობების აღზრდას ისახავს, რაც თავისთავად მასწავლებლების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი პროფესიული განვითარების და ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას მოითხოვს. მათ შორის:

·
ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვას, რომელიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომების გამოყენებას მოიცავს;

·
არსებული ციფრული რესურსების და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე მონაწილეობას მათ შექმნაში;

·
ტექნოლოგიების გამოყენებით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება-სწავლისთვის გარემოს შექმნას

·
პროფესიულ სასწავლო საზოგადოებებში მონაწილეობას, პრაქტიკოსებთან და ექსპერტებთან გამოცდილებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარების მიზნით, მათ შორის ელექტრონული საზოგადოებების საშუალებით;

·
ტექნოლოგიებით გამდიდრებული შეფასებების გამოყენებას, რომელიც მოსწავლეებში თანამედროვე მოთხოვნების უნარ-ჩვევების გაზომვის საშუალებას მოგვცემს.
სსიპ ფონდი ირმის ნახტომი” 2005-2008 წლებში ახორციელებდა მასწავლებელთა საბაზო ტრენინგების პროგრამას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ისტ). 2009 წლის იანვრიდან ისტ ტრენინგების განხორციელებას მასწავლბელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უზრუნველყოფს. 

·                     საბაზო კურსი 
·                     მეორე დონის კურსი
·                     1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვა
·                     Edmodo -ვირტუალური საკლასო ოთახი
·                     ვიდეო, როგორც სასწავლო რესურსი
·                     ელექტრონული 
·                     სასწავლო რესურსების მომზადება 
     
·                     ანიმოტოს გამოყენებით
·                     ელექტრონული ინსტრუმენტიგუგლ დედამიწა"
·                     ელექტრონული 
·                     სასწავლო თამაშების გამოყენება 
     
·                     გაკვეთილზე
·                     HTML ენის სწავლების მეთოდიკა მეექვსე კლასში
·                     საერთაშორისო
·                     თანამშრომლობითი ინტერნეტ-პროექტები 
     
·                     სასწავლო პროცესში

·                     პროექტებით სწავლება